Saturday, March 16, 2013

სასწავლო პროექტი

პროქტის სახელწოდება: „განძის გუშაგი“  (დიდი ექვთიმე თაყაიშვილი)



პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ჩვენი მშობლიური კუთხის, ჩვენი სოფლის შვილის, სასიქადულო მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.



პროექტის აქტუალობა:  რადგან 2013 წელი მიჩნეულია ექვთიმე თაყაიშვილის წლად, მოსწავლეები გაეცნობიან მის მოღვაწეობასა და ბიოგრაფიას, აგრეთვე ჩამოუყალიბდებათ ზნეობრივი ღირებულებები, შეისწავლიან ინფორმაციის მოპოვების გზებს, განუვითარდებათ  დამოუკიდებელი მუშაობის უნარ_ ჩვევები.

პროექტის მიზანი:  შეისწავლონ ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია და მისი უდიდესი  ღვაწლი საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე.



მოსწავლეთა ასაკი: 6-7 წელი.

პროექტის ჩატარების ხანგრძლივობა: 4 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: ხელი  შეეწყობა მოსწავლეთა ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას, შეძლებენ ინფორმაციის მოპოვებასა და დახარისხებას, განუვითარდებათ პრეზენტაციის უნარი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, საჭირო ლიტერატურის შეგროვება,სურათები, ფოტოაპარატი,სტენდი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1. ვესაუბრები ბავშვებს და ვაძლევ მითითებას, თუ როგორ მოიპოვონ ინფორმაცია ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.



აქტიობა 2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.
კლასი დაიყოფა ორ ჯგუფად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით:

I ჯგუფი-ვაძლევ დავალებას მშობლების ან უფროსების დახმარებით მოიძიონ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.



II- ჯგუფი-ვაძლევ დავალებას  ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან და სოფლის ხანდაზმულ ადანიანებთან გასაუბრებით მოიპოვონ ინფორმაციები ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ.



აქტივობა 3. მოსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაციების დახარისხება და ჯგუფების მიერ ზეპირი პრეზენტაციის წარმოდგენა.

აქტივობა 4. ექსკურსია ექვთიმე თაყაიშვილის სახლ- მუზეუმში, ექვთიმეს ძეგლის ყვავილებით შემკობა, სურათების გადაღება. 
პროექტის მიმდინარეობის და ექსკურსიის ამსახველი ფოტო მასალა თან დაერთვის.



აქტივობა 5. საკლასო ოთახში სტენდის მოწყობა.

აქტივობა 6. პროექტის  შეფასება.

შეფასების კრიტერიუმი
მაღალი
საშუალო
დაბალი
ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება
დამოუკიდებლად ახერხებს ინფორმაციის მოპოვებას და შეუძლია მისი დახარისხება.
შეუძლია ინფორმაციის მოპოვება, უჭირს  დახარისხება
დამოუკიდებლად  არ შეუძლია ინფორმაციის მოპოვება დახარისხება.
ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია
ჩართულია ჯგუფის მუშაობაში ,კარგად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან, აკეთებს სათანადო დასკვნებს,შეუძლია პრეზენტაციის გაკეთება.
თანამშრომლობს ჯგუფთან, გამოაქვს სათანადო დასკვნები, მაგრამ უჭირს პრეზენტაციის გაკეთება.
უჭირს ჯგუფურ მუშაობაში ჩართვა, პრეზენტაციის გაკეთება არ შეუძლია.

საგანთან კავშირი: ქართული ენა

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 

ქართ.I. 2. მოსწავლე გადმოსცემს მარტივ ინფორმაციას მისთვის ნაცნობ თემებზე.

ქართ..I .3. მოსწავლე იცავს მართმეტყველებია ელემენტარულ წესებს.

პროექტის ხელმძღვანელი ალნორა  ტყაბლაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა tkabladzealnora@gmail.com.

პროექტის ვებ- გვერდი/ ბლოგი tkabladzealnorablogspot.com.

No comments:

Post a Comment